თოიძე ალექსანდრა (შურა) მოსეს ასული

ა. თოიძე

თოიძე ალექსანდრა (შურა) მოსეს ასული (11. III. 1907, თბილისი, – 11. VI. 1985, იქვე), მსახიობი საქართვ. სახ. არტისტი (1950). მხატვარ მ. თოიძის ქალიშვილი. სწავლობდა თბილ. მ. პერინის საბალეტო და კინომსახიობთა სტუდიებში. 1937–64 თბილ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრის სცენაზე შეასრულა 50-ზე მეტი როლი მ. შ. აღსანიშნავია: დეზდემონა და კორდელია (უ. შექსპირის „ოტელო" და „მეფე ლირი"), ეკატერინე ჭავჭავაძე (მ. მრევლიშვილის „ნიკოლოზ ბარათაშვილი"), გაიანე (ა. სუმბათაშვილის „ღალატი") ფაიხოში (დ. ერისთავის „სამშობლო"), ვარვარა კარპოვნა (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია"), კნეინა ჩიტუნია (შ. დადიანის „გუშინდელნი"), ირინა გოდუნოვა (ვ. სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე"), მარიანა სანჩესი (გ. მდივნის „ალკაზარი"), როქსანა (ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი") და სხვ.

1925-იდან იღებენ კინოში როლები: ძინა ძაძუ („ძინა ძაძუ", 1926), ირინა („ქალაქში შესვლა აკრძალულია", 1928), მარო („უკანასკნელი საათი", 1929), კატო („გაყრა", 1930), ჟუჟუნა („ჟუჟუნას მზითევი" 1934), ნინო ჭავჭავაძე („მოგზაურობა არზრუმში", 1936, „ლენფილმი"). გადაღებულია კინოფილმებში „ქეთო და კოტე" (1948) და სხვ. თეატრსა და კინოში თ. მხატვრული ოსტატობით ასრულებდა როგორც ლირ.-დრამ. ისე ჟანრულ-სახასიათო როლებს. 1971-იდან გარდაცვალებამდე იყო მ. თოიძის სახლ-მუზეუმის დირექტორი.