თომაძე გია დავითის ძე (დ. 19. VIII. 1955, ხაშური), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1993), პროფესორი (1998). 1978 დაამთავრა თსსი. 1979–84 მუშაობდა მოსკ. მე-20 საავადმყოფოში ქირურგად; 1984-იდან იყო თსსი-ის ქირურგიის კათედრის ასისტენტი დოცენტი; კათედრის პროფესორი – 1996-იდან. 2009-იდან დღემდე თსსუ-ის ქირურგიის №2 დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პროფესორია. ამავე დროს, არის გადაუდებელი ქირურგ. და ტრავმატოლოგიის ცენტრის ზოგადქირურგ. კლინიკის სამედ. დირექტორი საქართვ. ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი 1997-იდან.
თ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი. მისი სამეცნ. მოღვაწეობის ძირითადი სფეროა ზოგადი ქირურგია, გადაუდებელი ქირურგია, ტრანსპლანტოლოგია.