თოფურია აკაკი სარდიონის ძე

თოფურია აკაკი სარდიონის ძე (14. III. 1916, სოფ. სირიაჩქონი, ახლნად. სენაკის მუნიციპალიტეტი, – 13. IX. 1999, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, პუბლიცისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1965), პროფესორი (1967). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979), საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი (1969). 1946–49 იყო გაზ. „სახალხო განათლების" რედაქციის განყ-ბის გამგე. 1949-იდან ეწეოდა სამეცნ.პედ. და ლიტ.-საზ. მოღვაწეობას. 1949–61 მუშაობდა პედაგოგიკის მეცნ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, ცხინვალისა და ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტებში. 1961-იდან მოღვაწეობდა თსუ-ში. თ. იყო ქართ. ენისა და ლიტ-რის სწავლების მეთოდიკების გაერთიანებული კათედრის გამგე (1978–89).

თ. მრავალი პუბლიკაციისა და წიგნის ავტორია. აღსანიშნავია მისი ნაშრომები: „წერილები ლიტერატურულ საკითხებზე" (1960), „ლიტ.-კრიტიკული წერილები" (1969), „ლიტერატურული წერილები" (1972), „ლეო ქიაჩელი" (1977, 1984), „ეტიუდები კრიტიკული ნააზრევიდან" (1980); ასევე: „ქართული მეთოდიკური აზროვნების ისტორია" (1969), „ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა (1991). 1996 გამოქვეყნდა მისი მემუარული ნაწარმოები „სინდისის ღმერთების ბარიკადებზე" (1995). მიღებული აქვს ი. გოგებაშვილის სახ. პრემია (1985).

დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997).

ლიტ.: ნ ა ტ რ ო შ ვ ი ლ ი  გ., წინასიტყვაობა წიგნისა „ეტიუდები კრიტიკული ნააზრევიდან", თბ., 1980; ჩ ი ­ჯ ა ვ ა ძ ე  თ., მასწავლებელთა თანამდგომი, გაზ. «განათლება», 1991, 18. XII, N5; ჯ ი ბ ლ ა ძ ე  გ., პედაგოგიკა და მეთოდიკა, თბ., 1974.

თ. ჩიჯავაძე