თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტი სსრ კავშირისა, საგანგებო უმაღლესი სახელმწიფო ორგანო, რ-შიც II მსოფლიო ომის დროს (1939–45), თავმოყრილი იყო მთელი ძალაუფლება. შეიქმნა 1941 წ. 30 ივნ. სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის, სკპ (ბ) ცკ-ისა და სახკომსაბჭოს გადაწყვეტილებით. თსკ ხელმძღვანელობდა ყველა სახელმწ. უწყებასა და დაწესებულებას, წარმართავდა მათ საქმიანობას. თსკ-ის დადგენილებას ომის დროს კანონის ძალა ჰქონდა: თსკ-ის უმაღლესი აღმასრ. ორგანო შეიარაღებული ბრძოლის ოპერატ.-სტრატეგიული ხელმძღვანელობისათვის იყო უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკი. თსკ-ის უცვლელი თავ-რე იყო ი. ბ. სტალინი. 1944-იდან კი თსკ-ის თავ-რის მოადგილე – ლ. პ. ბერია. II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1945 წ. 4 სექტ. გადაწყვეტილებით თსკ გაუქმდა.