თავთუხი

თავთუხი

თავთუხი, მაგარი ხორბლის ქართუ­ლი ჯიში-პოპულაცია. სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარე. გავრცელებულია დაბლობ ზოლში ზ.დ. 600–800 მ-მდე. თავთავი მკვრივი და ფხიანია, მარცვალი – მსხვილი. ბოტან. და ეკოლ.-ბიოლ. ნიშნებით განასხვავებენ ზემო და ქვემო ქართლის თ-ებს. უფრო მეტი სამეურნეო მნიშვნელობა აქვს მის მოყვანას შიდა ქართლში, როგორც გვიანი თესვის ამტან და ზამთრისგან დაზიანებული ნათესების სადაზღვევო ჯიშს. თ. ძვირფასი სასელექციო მასალაა.

გ. სიხარულიძე