თავკვერი

თავკვერი

თავკვერი, წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ადგილობრივი ჯიში. სახელი დაერქვა მარცვლის ფუძის მობრტყო-კვერისთავისებური ფორმის გამო. გავრცელებულია ქართლში. უხვმოსავლიანი ჯიშია. შაქრიანობა 19–21%-ს შეადგენს, საერთო მჟავიანობა – 7–9 გ/ლ-ს. იყე­ნე­ბენ სუფრის წითელი და ვარდისფერი ღვინის დასამზადებლად. აზერბაიჯანსა და შუა აზიის ქვეყნებში მისგან ამზადებენ შემაგრებულ და სადესერტო ღვინოებს.

ვ. გოცირიძე