თავსახნისი

თავსახნისი, მთა ხულოს მუნიციპალიტეტში, შერთულის ქედ­ზე (არსიანის ქედის ჩრდ.-დას. შტოქედი), მდ. ჩირუხისწყლის (აჭარისწყლის ­მარცხ. შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე 2597 მ. აგებულია ნეოგენური ვულკანოგენური ქანებით (გოდერძის წყება). თ-ის სამხრ. და აღმ. კალთები დამრეცია, დანარჩენი – ციცაბო. დაფარულია სუბალპ. ბალახეულით.

დ. უკლება