თავსისხლა

თავსისხლა

თავსისხლა (Sanguisorba), მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. აერთიანებს 17-მდე სახეობას, რ-ებიც გავრცელებულია უმთავრესად ჩრდ. ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქარ­თვე­ლო­ში, კერძოდ, აჭარაში, ქართლსა და ჯა­ვახეთში მარტო ერთი სახეობაა – სამკურნალო თ. (შ. ოფფიცინალის), იგი მრავალწლოვანი ბალახია, მაღალი ღერო და მუქი წითელი ყვავილედი აქვს (სახელიც აქედან შეერქვა). იზრდება მდელოებზე, მდელო-ველობებზე, ბუჩქნარებში, ტყისპირებზე, ჭაობებისა და მდინარეთა ნაპირების ბალახოვან დაჯგუფებებში, ფესურები და ფესვები შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთეროვან ზეთს, სახამებელს, საღებავ ნივთიერებებს. მათ ნახარშსა და ექსტრაქტს ხმარობენ შემკვრელ და სისხლდენის შემაჩერებელ საშუალებად. იყე­ნე­ბენ დეკორ. მებაღეობაშიც.

მ. გურგენიძე