თავფარავნის ეკლესია

თავფარავნის ეკლესია, ქართუ­ლი ხუროთმოძღვრების ძეგლი, X–XI სს. მიჯნის ერთნავიანი ეკლესია. მდებარეობს ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. როდიონოვკაში (თავფარავანი). ეკლესია დგას სოფლის შუაგულში. ძლიერ დაზიანებული იყო. ნაგებობა შიგნით და გარედან შემოსილია სწორად ნაწყობი, მოვარდისფრო-ღვინისფერი სუფთად გათლილი კვადრებით. გეგმით სწორკუთხა ეკლესიას აღმ-ით ნახევარწრიული აფსი­დი აქვს. გრძივი კედლები სამ ნაწილად არის დანაწევრებული პილასტრების 2 წყვილით, რ-ზეც ამო­ყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობოდა გადამხური კამარა. ინტერიერში გამოირჩევა იმპოსტების მორთულობა. ფასადების დიდი, დაუნაწევრებელი სიბრტყეები აქცენტირებულია დეკორ. ელემენტებით. ჩრდ. ფასადი სადაა. სამხრ. კარის თავზე მოთავსებული არქიტრავი მორთულია გეომ. სა­ხის ორნამენტით და ჯვრის გამოსახულებებით. ძეგლი რესტავრირებულია 2006.

ლიტ.: დ ა დ ი ა ნ ი ძ ე  ც., თავფარავნის ხუროთმოძღვრული ძეგ­ლის წინასწარი შესწავლისათვის, «ძეგ­ლის მეგობარი», 1984, N67.

ც. დადიანიძე