თავშანთაფა

თავშანთაფა, ვულკანური მთა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ქედის დას. კალთაზე, ფარავნის ტბის სამხრ-ით, მდ. ფარავნის ­მარჯვ. მხა­რეს. სიმაღლე 2179 მ. აგებულია პლიოცენური ასაკის ანდეზიტ-ბაზალტური და დაციტური ლავებით. კალთები დამრეცია. შემოსილია სუბალპ. მდელოებით.

დ. უკლება