,,თამარ ქალი“

,,თამარ ქალი“, საყოფაცხოვრებო შინაარსის ქარ­თუ­ლი (რაჭული) ხალხური საფერხულო ცეკვა. ასახავს ჩერქეზების მიერ რაჭველი ქალის, თამარის მოტაცების ამბავს. ქალისათვის შეუფერებელი ძალ-ღონე და წონა, რი­თაც გამოირჩეოდა მოტაცებული, ცეკვას სახუმარო ხასიათს აძლევს. ფერხული სრულდება ქალ-ვაჟთა შერეული ჯგუფის მიერ ორპირული სამხმიანი სიმღერით. მუს. ზომა 3/4.

ლიტ.: თ ა თ ა რ ა ძ ე  ა., ქარ­თუ­ლი ცეკვის განმარტებანი, თბ., 1986.

ა. თათარაძე