თეთრყვავილა (Galanthus), ბალახოვან მცენარეთა გვარი ამარილისებრთა ოჯახისა. პატარა მრავალწლოვანი ბოლქვიანი მცენარეებია. მათი სიმაღლე 30 სმ აღწევს. აქვთ ორი ხაზური ან მოგრძო ხაზური ფოთოლი და რამდენადმე გრძელი საყვავილე ღერძი რ-ზედაც მეტწილად ერთი თავჩაქინდრული ყვავილია. 18 სახეობა გავრცელებულია კავკასიაში დას. ევროპაში მცირე აზიასა და ირანში. საქართველოში მთისწინეთის და მთის ტყეებში მაღალმთის მდელოებზე 9 სახეობა იზრდება მ.შ. 6 საქართვ. ენდემია: ვორონოვის თ. (G. woronovii); კემულარიას თ. (G. kemulariae); კეცხოველის თ. (G. ketzkhovelii); კრასნოვის თ. (G. krasnovii); ლაგოდეხის თ. (G. lagodechianus); შაორის თ. (G. schaoricus), 1–კავკასიისა. ადრე გაზაფხულზე ლამაზად მოყვავილე მცენარეებია.
ლ. ხინთიბიძე