თათარაიძე ეთერ სტეფანეს ასული

ე. თათარაიძე

თათარაიძე ეთერ სტეფანეს ასული (დ. 15. III. 1956, სოფ. ზემო ალვანი, ახლანდ. ახმეტის მუნიციპალიტეტი), პოეტი, ფოლკლორისტი, პედაგოგი. ჰუმანიტარულ მეცნ. დოქტორი (1998), ასოცირებული პროფესორი (1998). 1984 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. ამავე წელს დაიწყო მუშაობა თსუ-ის ზოგადი ენათმეცნ. კათედრაზე. 1985–2006 მუშაობდა უნ-ტის ფოლკლორის კათედრაზე. პარალელურად, 2004 მუშაობა დაიწყო სა­ქართვ. ფოლკლორის ცენტრში ზეპირსიტყვიერების მიმართულების ხელმძღვანელად.

საკუთარი ლექსები თ-მ ქართველ მკითხველს პირველად 1979 წ. 14 აპრილს გამართულ ქართ. ფოლკლორის საღამოზე გააცნო. ასე შემოიტანა მან ქართ. პოეზიაში „თუშური ხმით ნატირლების" ხიბლი. იგი ავტორია პოეტური კრებულებისა: „იმედის გვირილაო" (1979), „მთვარის ნალი" (1988), „ჩამომიარა საწუთრომ" (1998), „100 ლექსი" (2012) და სხვ. თ-ის სამეცნ. კვლევის სფეროა ქართ. დემონოლოგია, ქართ. ლეგენდა; ეწეოდა პედ. მოღვაწეობას თსუ-ში – კითხულობდა ლექციებს ქართ. დემონოლოგიაში; საშუალო სკოლებში ასწავლიდა ზეპირსიტყვიერებას. თანაავტორია (ა. არაბულთან ერთად) წიგნებისა: „მამამა ღმერთს ჩამაჰყარა ნათელი" (1990), „შენდობით მომიხსენიეთ" (2007), „ავა­გე ეკლესიები" (2010) და სხვ.

თ-ს მიღებული აქვს ლიტ. პრემია „საბა" (2008), ფოლკლორის ეროვნ. პრემია (2009), ი. ჭავჭავაძის სახ. ლიტ. პრემია „საგურამო" (2012).

2007 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.