თათევოსიანი ეღიშე მარტიროსის ძე [12 (24). IX. 1870, ვაღარშაპატი, – 22. I. 1936, თბილისი], სომეხი ფერმწერი. სომხ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1935). 1894 დაამთავრა მოსკ. ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების სასწავლებელი. 1896–1901 ცხოვრობდა მოსკოვში, 1901-იდან – თბილისში. საქართველოში იყო მხატვართა კავშირის სომხ. სექციის ერთ-ერთი დამაარსებელი და თავ-რე. მონაწილეობდა რუს. მხატვართა კავშირის, „მირ ისკუსსტვას" გამოფენებში. 1922-იდან იყო თბილ. სამხატვრო აკად. პროფესორი. უმთავრესად მუშაობდა პეიზაჟის, ყოფითსა და პორტრეტის ჟანრში. მისი ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია მკვეთრი კოლორიტი, ფერწერულობა. ძირითადი ნამუშევრები: „რ. სურენიანცის პორტრეტი" (1891), „უცხოობაში" (1895), „მეუღლის პორტრეტი" (1903), „არაგაწი" (1917), „ავტოპორტრეტი""(1933), „კომიტასის პორტრეტი" (1935) (ყველა სომხ. სურათების გალერეა, ერევანი).