თათრიშვილი ნინო თომას ასული [20. IX (3. X). 1908, თბილისი, – 7. IX. 1994, იქვე], გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1949), პროფესორი (1954), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1960). 1928 დაამთავრა თსუ-ის საბუნებისმეტყველო ფაკ-ტი. 1928–40 მუშაობდა საკავშ. მინერ. ნედლეულის ინ-ტის ამიერკავკასიის განყ-ბაში, 1940-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. ა. ჯანელიძის სახ. გეოლოგიურ ინ-ტში. 1937–50 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა თსუ-ში.
თ-ის შრომები ძირითადად ეხება გრანიტოიდების პეტროლოგიას, სხვადასხვა შედგენილობისა და გენეზისის საწყისი ქანების მეტასომატური გრანიტიზაციის პრობლემებს, მინერ. ფაციესების სისტემატიკას, მეტამორფიზმის ზოგად საკითხებს.
თხზ.: Магматическая деятельность в Грузии в допалеозое и палеозое, Тб., 1948; Магматизм Грузии и связанные с ним рудообразования, М., 1959 (თანაავტ. Г. М. Заридзе).
ლიტ.: ზ ა რ ი ძ ე გ., მოგონებები, თბ., 1997.
დ. შენგელია