თაკვერი

თაკვერი, ისტორიული ­მხა­რე დასავლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. პირველად დამოწმებულია VII ს. ანონიმი ავტორის სომხ. გეოგრაფიაში. ადრინდ. შუა საუკუნეებში სახელწ. თაკვერი ორი მნიშვნელობით იხმარებოდა: ფართო მნიშვნელობით ახლანდელ რაჭა-ლეჩხუმს მოიცავდა, ვიწრო მნიშვნელობით – ცხენისწყლის აუზის შუა წელსა და მდ. ლაჯანურის (რიონის შენაკადი) ხეობას შორის მდებარე ტერიტორიას. განვითარებულ შუა საუკუნეებში სახელწოდება თაკვერს მხო­ლოდ მეორე მნიშვ­ნე­ლო­ბით ხმარობდნენ. XI ს-ში თ. სვანეთის ერისთავს ემორჩილებოდა, XII–XIII სს-ში შედიოდა რაჭის ერისთავის საგამგეოში, გვიანდ. შუა საუკუნეებში კი – ლეჩხუმის შემადგენლობაში.

­ბერძნ.-ლათ. და ქართ. წყა­როებში იხსენიება თაკვირიის (თ-ის) ციხე. ვარაუდობენ, რომ ეს უნდა იყოს დეხვირის ან ზუბის ციხე.

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი ­შ ვ ი ­ლ ი  დ., ბ ა ნ ძ ე ლ ა ძ ე  ი., ს უ რ ა მ ე ლ ა ­შ ვ ი ­ლ ი  მ., ჭ უ რ ღ უ ლ ი ა  ხ., ლეჩხუმი, თბ., 1983.

თ. ბერაძე