თაკვი

თაკვი, ნასოფლარი ქვემო ქართლ­ში, თეთრიწყა­როს მუნიციპალიტეტში, მდ. ალგეთის ­მარცხ. ნაპირზე. და­ტანილია ვახუშტის რუკებზე და მოხსენიებულია მის ნაშრომზე („აღწერა სამეფოსა სა­ქარ­თვე­ლოსა") დართულ სოფლების სიაში. არსებობს ამავე სახელწოდების მთაც, რ-იც მოხსენიებულია ვახუშ­ტის იმავე ნაშრომის ტექსტში. სოფ. თ. მდებარეობდა იმ მთის ძირში, სადაც ამლივის წყალი ერთვის ალგეთს. ისტ. წყაროებ­ში მოხსენიებულია XVI ს-იდან, როგორც საბარათიანოს სოფელი თაკუი, თაკუ. თ. დასახლებული იყო ქართველებით. არსებობდა განვითარებულ შუა საუკუნეებშიც, რასაც მოწმობს თ-ის მთის ფერდზე შერჩენილი იმავე პერიოდის ეკლესია.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა სა­ქარ­თვე­ლოსა (სა­ქარ­თვე­ლოს გეოგრაფია), თ. ლომოურისა და ნ. ბერძენი­შვილის რედ., თბ., 1941; მასალები სა­ქართვე­ლოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, თბ., 1964.

თ. თოდრია