თარბა ივანე კონსტანტინეს ძე

თარბა ივანე კონსტანტინეს ძე (21.III. 1921, სოფ. ბესლახუბა, ახლანდ. ოჩამჩირის მუ­ნი­ცი­პალი­ტე­ტი, – 21. I. 1994, სოხუმი), აფხაზი მწერალი. დაამთავრა სოხუმის მ. გორკის სახ. პედ. ინ-ტი (1948). 1953–54 იყო აფხ. ავტ. რესპ. განათლების მინისტრი, 1954–58 – პარტიის აფხ. საოლქო კომიტეტის მდივანი, 1958–79 – აფხ. მწე­რალთა კავშირის თავ-რე. პირველი ლექ­სი 1937 გამოაქვეყნა, ლექსების პირველი კრებული – 1949. ლექსებისა და პოემების სხვა კრებულებია: „ორი ზღვა“ (1954), „ლექსები და პოემები" (1960), „აფხაზეთო ჩემო“ (1963), „მთიდან მთამდე" (1965), „ლექსები" (1971), „შუადღის გზებზე“ (1972), „სიმღერიდან სიმღერამდე" (1975). თ-ს ეკუთვნის აგრეთვე რომანები: „ცნობილი კაცი" (1967) და „მზე ჩვენთან იღვიძებს" (1971).

ლიტ.: აფხაზური ლიტერატურა, თბ., 1975.