თარგამაძე კონსტანტინე მიხეილის ძე

თარგამაძე კონსტანტინე მიხეილის ძე [2(15). IX. 1910, სოფ. ნიგორზღვა, ახლანდ. სამტრედიის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი, – 3. IV. 1994, თბილისი], მეტყევე. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1962), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1968). სატყეო ეკონ. მეცნიერების ფუძემდებელი სა­ქარ­თველო­ში. დაამთავრა ამიერკავკ. სატყეო ტექ. ინ-ტი (1934). 1937–52 მუშაობდა სხვა­და­სხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1938-იდან იყო სა­ქართვ. სას.-სამ. ინ-ტის (ახლანდ. სა­ქართვ. აგრ. უნ-ტი) სატყეო მეურნ. ეკონ. და ტყის ტაქსაციის კათედრის გამგე (1983-იდან სიცოცხლის ბოლომდე ამავე კათედრის პროფესორი), 1953–56 კი – ინ-ტის რექტორი. თ. მუშაობდა სატყეო მეურნ. ეკონ. პრობლემებზე. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ტყის მეურნეობის წარმოების ორგანიზაცია და დაგეგმვა, გამოც. მე-2, თბ., 1965; ტყის პროდუქტიულობის გადიდების გზები, თბ., 1968; სა­ქარ­თველოს ტყის ფონდი, თბ., 1973; დაცვითი ტყის ზოლები და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავალი, თბ., 1974 (თანაავტ. ა. ბეროზა­შვი­ლი); სამთო ტყის მეურნეობის ეკონომიკა, თბ., 1984.

თ. კანდელაკი