თამამშევა ნინო გიორგის ასული (15. I. 1905, თბილისი, – 26. I. 1971, იქვე), სომეხი ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1966). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1930). თ-ს რეალისტური ნამუშევრებისათვის დამახასიათებელია დახვეწილი კოლორიტი, ფერწერულობა. მნიშვნელოვანი ნამუშევრები: „ქართული სუფრა" (1946), „ბროწეულები" (1947), „ნატურმორტი მამლით" (1954, სამივე საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი); „მწყემსი" (1938), „ოლიმპიადა" („ჩონგურზე დამკვრელები", 1939), „ხალხთა მეგობრობა" („უკრაინელი კოლმეურნეები სტუმრად ქართველ კლომეურნეებთან", 1941) და სხვ.
ა. ჩხარტიშვილი