თამამშევი ვასილ მიხეილის ძე

თამამშევი ვასილ მიხეილის ძე (26.VII.1859, თბილისი, – XX ს I მეოთხედი, იქვე), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1913). მსახურობდა კავკ. სამხ. ოლქის ნაწილებში. 1895-იდან იყო კავკ. არმიის მთავარსარდლის ადიუტანტი, 1913-იდან – განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი, იმავდროულად მრავალი სხვა­და­სხვა სამხ. და საქველმოქმედო საზ-ბის წევრი და ვიცე-პრეზიდენტი.

დაჯილდოებულია წმ. ანას და წმ. სტანისლავის სხვა­და­სხვა ხარისხის ორდენებით.

ლ. დოლიძე