თამარ დედოფლის მღვიმე, კარსტული მღვიმე ონის მუნიციპალიტეტში, სოფ. ქორთის მახლობლად, ფოცხვრევის ქედის დას. კლდოვან ფერდობზე. გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე იწყება ვრცელი გუმბათოვანი დარბაზით, რ-საც 8 მ სიგანის კარნიზი აქვს გადმოხურული. მღვიმის წინ ამოშენებულია 4 მ სიგანის, 0,8 მ სიმაღლის დუღაბის კედელი სამზერებითა და სარკმლით.
ნაგებობიდან მარჯვნივ, 15 მეტრზე, ბუნებრივი პატარა მღვიმეა (2×12×12) მ³, რ-საც ხელოვნური დამუშავების კვალი ეტყობა. პირველი ცნობა თ. დ. მ-ის შესახებ (თუმცა ლეგენდის ხასიათისა) ეკუთვნის ცნობილ ქართვ. მოღვაწეს ი. მაჩაბელს. XX ს. 80-იან წლებში მღვიმე შეისწავლა ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრ. ინ-ტის სპელეოექსპედიციამ.
ლიტ.: ტ ა ტ ა შ ი ძ ე ზ., წ ი ქ ა რ ი შ ვ ი ლ ი კ., ჯ ი შ კ ა რ ი ა ნ ი ჯ., საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი, თბ., 2009.