,,თამარ დედფალი'', სვანური ფერხული. სიტყვიერი ტექსტი შექმნილია თამარ მეფის სვანეთში ჩასვლასთან დაკავშირებით. შემსრულებლები ქება-დიდებას ასხამენ თამარ მეფეს, მის სილამაზეს, აღჭურვილობას, ცხენის მოკაზმულობას და სხვ. ფერხულის ტექსტის ანალიზი მიგვანიშნებს, რომ ქართვ. ხალხი თამარ მეფეში ხედავდა არა მარტო დედოფალს და ქალისათვის დამახასიათებელ სინაზეს, არამედ მეომარ მეფეს, რ-საც ატლასის კაბაზე აბჯარი ეცვა, თავზე ზუჩი ეხურა და წელზე ხმალი ეკიდა. ფერხულში მონაწილეობს ნებისმიერი რაოდენობის. ქალ-ვაჟი. სრულდება ამავე სახელწოდების ორპირული სამხმიანი სიმღერით. სიმღერის პირველი ნაწილის ("რავქენსიას"), ზომაა 6/8, მეორესი კი ("საიერიშოს") – 4/4.
ლიტ.: თ ა თ ა რ ა ძ ე ა., ქართული ხალხური ცეკვა, თბ., 2010.