„თარგმანნი საამო საკითხავთა თხზულებათა“ (1872), ლიტერატურული კრებული (გამოვიდა ერთი ტომი). გამოსცა 1872 თბილისში დაარსებულმა „ქართველ ქალთა ამხანაგობამ" (ე. ყიფიანი, ე. გაბაშვილი, ე. მელიქიშვილი), რ-იც მიზნად ისახავდა უცხოელ ავტორთა თარგმნასა და გამოცემას. კრებულში შესულია „პარიჟელი ბიჭი" (ნაწყვეტი ვ. ჰიუგოს რომანიდან „საბრალონი"), „ამერიკელი ქალები XVIII საუკუნისა", „ჟულ ტარრო" და „უკანასკნელი დღენი ნათანიელ როსსელისა". `თ. ს. ს. თ-ის გამოცემას სერიოზული საზ. რეზონანსი მოჰყვა, რამაც მძლავრი ბიძგი მისცა ქართვ. ქალთა გააქტიურებას საზ., კულტ.-საგანმან. და სალიტერატურო ასპარეზზე.
ლიტ.: მ ე ს ხ ი ს., თხზულებანი სამ ტომად, შედგენილი ი. ბოცვაძის მიერ, მისივე წინასიტყვაობითა და შენიშვნებით, ტ. 1, თბ., 1962; ნ ი კ ო ლ ა ძ ე ნ., ჩვენი მწერლობა, თხზულებანი, დ. გამეზარდაშვილი რედ. და შენიშვნებით, ტ. 3, თბ., 1963.
თ. ჯოლოგუა