„თბილისი“ (თიფლის), მცირე ცთომილი №753. აღმოაჩინა რუსმა ასტრ. გ. ნეუიმინმა 1913 წ. 30 აპრ. სიმეიზის (ყირიმი) ობსერვატორიაში. სახელიც მანვე უწოდა. "თ-ის" საშ. დაშორება მზიდან 348,5 მლნ. კმ. მზის ირგვლივ მიმოქცევის პერიოდი 3,6 წ. ოპოზიციაში საშ. ვარსკვლავიერი სიდიდე 14,4.