თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი

თბილისის არქეოლოგიური მუზეუმი, 1988 დიღმის მასივში, სა­ქარ­თვე­ლოს სამხ. გზის დასაწყის­ში, თრელის გორაზე არქეოლ. რ. აბრამი­შვი­ლის ინიციატივით დაარსდა თბილ. არქეოლ. მუზეუმი (არქიტ. შ. ყავლა­შვი­ლი), 1988 დასრულდა პირველი საგამოფენო დარბაზის მშენებლობა და გადაეცა სა­ქართვ. მეცნ. აკად. არქეოლ. კვლევის ცენტრს. მუზეუმში დაცული და გამოფენილია თბილისსა და მის შემოგარენში აღმოჩენილი არქეოლ. მასალა ძვ. წ. V ათასწლეულიდან დაწყებული ფეოდ. ხანის ჩათვლით.