თბილისის ბოტანიკური ბაღი

თბილისის ბოტანიკური ბაღი ხიდი

თბილისის ბოტანიკური ბაღი, [2011 წლის 22 ივლისიდან – არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ს ა ­ქ ა რ ­თ ვ ე ­ლ ო ს  ე რ ო ვ ნ უ ლ ი  ბ ო ტ ა ნ ი ­კ უ რ ი  ბ ა ღ ი], სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ბუნებისდაცვითი დაწესებულება.

თ. ბ. ბ. მდებარეობს თბილ. ისტ. ნაწილში, სამხრ-ით, მდ. წავკისისწყლის ხეობაში, ზ. დ. 417–714 მ. მისი ფართობია 96 ჰა. თ. ბ. ბ-ს დიდი ხნის ისტორია აქვს: მისი წინამორბედი იყო მდ. წავკისისწყლის ხეობის ქვემო ნაწილში – ლეღვთახევში გაშენებული დეკორ. და სამკურნ. მცენარეების სამეფო ბაღი. ამ ბაღის არსებობა დოკუმენტურად დადასტურებულია XVII ს. დასაწყისიდან. ბოტან. ბაღის სტატუსი მას 1845 მიენიჭა. ამ დროიდან თ. ბ. ბ. კავკ. ბოტან. შესწავლის ცენტრი გახდა. აქ სხვა­და­სხვა დროს მუშაობდა კავკ. მცენარეული სამ­ყაროს მრავალი გამოჩენილი მკვლე­ვარი. აქვე დაიწყეს სამეცნ. საქმიანობა პირველმა ქართველმა ბოტანიკოსებმა: ზ. ყანჩაველმა, ლ. კემულარია-ნათაძემ, ლ. ყანჩაველმა, ნ. კეცხოველმა, ვ. მენაბდემ, ლ. ჯაფარიძემ და სხვ.

თ. ბ. ბ-ის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: სა­ქართვ. მცენარეთა მრავალფეროვნების შეს­წავლა; დედამიწის სხვა­დასხვა რეგიონის, პირველ რიგში, კავკასიის, მცენარეების ცოცხალ კოლექციათა განვითარება; მცენარეთა ინტროდუქციისა და აკლიმატიზაციის მეცნ. საფუძვლების დამუშავება; მცენარეების ბიოეკოლ. შესწავლა კულტ. მცენარეთა რიგში შეტანისა და აღმ. საქარ­თვე­ლოს ურბანული ტერიტორიების გამწვანებაში გამოყენების მიზნით; მეყვავილეობა და ლანდშაფტის დიზაინი; ბოტან. ცოდნის გავრცელება მოსახლეობაში; კავკასიის, მ. შ. სა­ქართვ., ფლორის იშვიათი და გადაშენების პირას მისული სახეობების (ეხ სიტუ) კონსერვაცია; ასეთ მცენარეთა რეპროდუქციული ბიოლ. საკითხების შესწავლა; ბაღის ესთეტ. და რეკრეაციული მნიშვნელობა.

თ. ბ. ბ-ის კოლექციები ორგანიზებულია, ძირითადად, ფიტოგეოგრ. საფუძველზე. ესენია: კავკ. ფლორის ენდემური და იშვიათი სახეობები, საქართვ. სამკურნალო მცენარეები, ხმელთაშუა ზღვის (ცალკეა ამ რეგიონის მარადმწვანე ხეშეშფოთლიანი ხეებისა და ბუჩქების კოლექცია), აღმ. ამიერკავკასიის, სა­ქარ­თვე­ლოს ნათელი ტყის, კოლხეთის, ჩრდ. ამერიკის, ჩინეთ-იაპონიის, ჰიმალაის ხეები და ბუჩქები. ბაღში არის დეკორ. მცენარეების, მ. შ. ვარდისა (როზარიუმი) და იასამნის (სირინგარიუმი) მდიდარი კოლექცია. ბაღის ორანჟერეაში მოშენებულია მრავალი ტროპ. და სუბტროპ. მცენარე.

თ. ბ. ბ-ის ტერიტორიაზე დაცულია აღმ. სა­ქარ­თვე­ლოსათვის დამახასიათებელი მცენარეულობის (მდი­ნარისპირა ტყე, ნათელი ტყე, ჯაგ-ეკლოვანი ბუჩქნარი, სტე­პი და სხვ.) ფრაგმენტები.

თ. ბ. ბ-ს საქმიანი ურთიერთობა აქვს მსოფლიოს სხვა­და­სხვა ბოტან. დაწესებულებასთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მონაწილეობა ათასწლეულის თესლის ბანკის გრძელვადიან პროექტში. ამ პროექტის ფარგლებში ბაღში შექმნილია კავკ. თესლის რეგიონული ბანკი. 1876-იდან გამოდის თ. ბ. ბ-ის სამეცნიერო შრომების კრებული.

მ. თავართქილაძე