თბილისის ბურევესტნიკის ხელბურთელთა გუნდი

თბილისის ბურევესტნიკის ხელბურთელთა გუნდი, (1990-იდან – „შევარდენი"), შეიქმნა 1956. სსრკ-ის ორგზის ჩემპიონი (1962, 1964; სსრკ-ის პირველი ჩემპიონი ხელბურთში), ­სამგზის მეორე (1965–67), ოთხგზის მესამე პრიზიორი (1963, 1977, 1980–81), სსრკ-ის თასის ორგზის მფლობელი (1979–80). მონაწილეობდა ევრ. ჩემპიონთა თასის გათამაშებაში (1962, 1964). „ბურევესტნიკის" შემადგენლობაში სსრკ-ის ჩემპიონები გახდნენ: თ. ანთაძე, ჯ. ცერცვაძე, ჯ. აბაი­შვილი, ი. ფხაკაძე, ა. ექსეულიძე, ბ. კოპალეი­შვი­ლი, გ. მაჭავარიანი, ლ. კარტოზია, ა. რატიანიძე, ი. შენგელია, თ. ზარდალი­შვი­ლი, ჯ. ბაგრატიონი; უფროსი მწვრთნელი გ. შარაშიძე. მოგვიანებით გუნდის გამორჩეული ხელბურთელები იყვნენ თ. ჩხარტი­შვი­ლი, ჯ. ძაგანია, ი. პარლაგა­შვი­ლი, ვ. არაქელოვი, ა. ანპილოგოვი.