თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდი, შეიქმნა სპორტსაზოგადოება 1დინამოსთან" მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში (1938). გუნდი ათეული წლების განმავლობაში უძლიერესი იყო საქართველოში.„დინამოს" რიგებში სხვადასხვა დროს გამოდიოდნენ ცნობილი წყალბურთელები: ვ. გოიაშვილი, კ. ჭიჭინაძე, ვ. ბარტიაევი, კ. პოტაპოვი, გ. დარახველიძე, ი. ჩხიკვაძე, ჯ. წიკლაური, ბ. მეგედი, ზ. ჩაჩავა, ვ ისელიძე, დ. რურუა, ი. ნიჟარაძე და სხვ. სსრკ-ის ნაკრებში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს დინამოელმა წყალბურთელებმა, ოლიმპიური თამაშების პრიზიორებმა: ნ. გვახარიამ, მ. გიორგაძემ, ლ. გოგოლაძემ, ო. მიმინოშვილმა, პ. მშვენიერაძემ, გ. ჩიქვანიამ. „დინამოს" წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მწვრთნელებმა: ა. გილდმა, რ. ჩაჩავამ, ნ. გვახარიამ, ვ. სანაძემ. მათი ხელმძღვანელობით სხვადასხვა დროს გუნდმა 5-ჯერ მოიპოვა საპრიზო ადგილი სსრკ-ის ხალხთა სპარტაკიადაში. 1992 წლისთვის გუნდმა არსებობა შეწყვიტა.