თბილისის ზონალური სამეცნიერო-კვლევითი და საპროექტო ინსტიტუტი (შპს), შედის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში. დაარსდა 1964. სეისმომედეგი მშენებლობის ხაზით იყო სსრკ-ში „სახსამოქალაქთმშენის" სისტემის სათავო ინ-ტი. 1998 ერქვა ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების თბილ. ზონალური სამეცნ.-კვლ. ინ-ტი. ჰქონდა ფილიალები ბათუმში, სოხუმსა და ქუთაისში. საქმიანობისა და სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებები იყო: საცხოვრ. და საზ. შენობების დაპროექტება, ქალაქგეგმარება, სამოქალაქო შენობათა ტიპოლოგია, სეისმომედეგი მშენებლობა, სამშ. ფიზიკა, სამშ. კლიმატოლოგია, სამშ. თბოტექნიკა, აკუსტიკა და ხმაურისაგან დაცვა, ბუნებრივი და ხელოვნური განათება, შენობათა ატმ. ზემოქმედებისაგან დაცვა, შენობა-ნაგებობათა აღდგენა-გაძლიერება. თანამშრომელთა უმრავლესობას მიღებული აქვს სხვადასხვა პრემია და ჯილდოები. ინ-ტი გამოსცემდა სხვადასხვა დასახელების სამეცნ. შრომების კრებულებს არქიტექტურისა და მშენებლობის საკითხებზე.