თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, შეიქმნა კ. ბენდუქიძის ინიციატივით 2007 წელს ორი უმაღლესი სასწავლებლის – ESM-თბილისისა და თბილისის აზიისა და აფრიკის ინ-ტის გაერთიანების შედეგად. 2007–12 თავისუფალ უნ-ტში გაიხსნა ოთხი სკოლა: სამართლის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათ., ფიზ. და მართვისა და საზ. მეცნ. სკოლები; აშენდა საუნივერსიტეტო შენობა და მთლიანად განახლ­და სასწ. გარემო. თ. თ. უ. ზაფხულისა და ზამთრის პერიოდში მართავს მოკლევადიან სასწ.-სამეცნ. სემინარებს, ე. წ. ზაფხულის და ზამთრის სკოლებს, სადაც მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები და მკვლევრები ლექციებს კითხულობენ და ატარებენ მეცადინეობებს.

2013 წ. 1 იანვრისთვის თ. თ. უ-ში სწავლობდა 620 სტუდენტი, აქედან 540 – ბაკალავრიატში, 80 – მაგისტრატურაში და 14 – დოქტო­რანტურაში. თ. თ. უ. დაამთავრა 1517 ადამიანმა, მუშაობს 82 პროფესორ-მასწავლებელი, საუნივერსიტეტო კომპლექსის ფართობი მოიცავს 5353 კვ. მ-ს, უნ-ტის რექტორია გ. ჩიქოვანი. თ. თ. უ-ში მოქმედებს საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო და პროფ. განვითარების პროგრამები. თ. თ. უ-ს აქვს სა­ქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს ინსტიტუციური აკრედიტაცია, CEEMAN-ის (Central and East European Management Development Association) პროგრამული აკრედიტაცია. თავისუფალი უნ-ტის ბიზნესის სკოლა (ESM) ­შე­იქმ­ნა 1992, 2007 შევიდა თ. თ. უ-ის შემადგენლობაში. ბიზნესის სკოლას მიღებული აქვს ­ცენტრ. და აღმ. ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის (CEEMAN) აკრედიტაცია. ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტებს ფინანსე­ბის, მენეჯმენტისა და ­მარკეტინგის კონცენტრაციით. ბიზნესის სკო­ლის სამაგისტრო პროგრამა ამზადებს ბიზნესის ადმინისტრირების მაგის­ტრებს. 2009 განახლ­და სამაგის­ტრო პროგრამა, დაემა­ტა ბიზნესის პრაქტიკუმი, რ-იც საშუალებას აძლევს სტუდენტს, თე­ორიაში მიღებული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკაში.

თა­ვი­სუ­ფალი უნ-ტის აზიისა და აფრიკის ინ-ტი, დაარსდა 1991 და 2007 შევიდა თ. თ. უ-ის შემადგენლო­ბაში. დაარსების პირველივე წლებიდან ინ-ტი თანამშრომლობს აღმ. ქვეყნების, ევროპისა და აშშ-ის უნ-ტებთან. აზიისა და აფრიკის ინ-ტის საბაკალავრო პროგრამა ამზადებს საერთაშ. ურთიერთობების სპეციალისტებს, რ-ებიც სრულყოფილად შეისწავლიან ახლო და შორეული აღმოსავლეთის ენებს, ისტორიას, კულტურას, რელიგიას და ეკონომიკას.

თავისუფალი უნ-ტის სამართლის სკოლა შეიქმნა 2009. ამზადებს სამართალმცოდნეებს, რ-თაც ექნებათ საფუძვლიანი თეორ. ცოდნა და იურისტისთვის საჭირო პრაქტ. უნარ-ჩვევები. სკოლის პრო­გრამა მოიცავს როგორც კერძო, ისე საჯარო სამართლის მიმართულებებს და ფოკუსირებულია კერძო (ბიზნეს) სამართალზე. თ. თ. უ-ს აქვს კონსტიტუციური სამართლის კლინიკა, ახ. პროექტი ­სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ კონსტ. კონტროლის ყველა პრობლემას, კონტექსტში აღიქვან ამ პრობლემების არსი და ჩა­მოა­ყა­ლიბონ პოზიცია მათი გადაწყვეტის უპირატესი გზების შე­სა­ხებ.

თა­ვი­სუფალი უნ-ტის კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათემატიკის სკოლა (MACS) შეიქმნა 2009, სტუდენტთა პირველი ნაკადი მიიღო 2010. სკოლა სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო პროგრამას კომპიუტერულ მეცნიერებებსა და მათემატიკაში და ყოველწლიურად იღებს 32 აბიტურიენტს.

თა­ვი­სუ­ფალი უნ-ტის ფიზიკის სკოლა სტუდენტებს სთავაზობს საბაკალავრო პროგრამას ფიზიკაში. იღებენ თეორ. ცოდნას ფიზ. ფუნდამენტურ მიმართულებებში, ატარებენ ექსპერიმენტებს თანამედროვე ლაბორატორიაში და აქტიურად არიან ჩართული კვლევით სამუშაოებში.

თა­ვი­სუ­ფა­ლი უნ-ტის მართვისა და საზოგადოებ­რივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული იღებს საბაკალავრო განათლებას ჰუმა­ნიტარულ საგნებში (ისტორია, ხელოვნება და ლიტერატურა), სოც. და პოლიტ. მეცნიერებებში (ფილოსოფია, ანთროპოლოგია, სო­ციოლოგია და ფსიქოლოგია), ითვისებს ბიზნესის, ეკონ. და სამართ. საწყისებს, დახე­ლოვნდე­ბა პროექტების მართვასა და ადმინისტრირებაში.

სტუდენტი დამატებით ირჩევს ძირითადისგან განსხვავებულ სპეციალობას (კერძო და ბიზნესსამართალი, საერთაშ. და საჯარო სამართალი, მათემატიკა, პროგრამირება, ენები) და უნ-ტის დამთავრების დროისათვის იღებს ორ ან მეტ დიპლომს, რაც კიდევ უფრო ზრდის ადამიანის წარმატების შანსს. თ. თ. უ-ის სადოქტორო პროგრამა საშუალებას აძლევს მეცნიერს (დოქტორანტს) შეარჩიოს თანამშრომლობის ოპტიმალური ფორმა და ინდივიდუალური პროგრამა, რ-იც შედგება როგორც სასწავლო, ისე სამეცნ.-კვლ. კომპონენტებისგან, ინდივიდუალურია სადოქტორო პროგრამის ხანგრძლივობაც და სწავლების მეთოდებიც.

თავისუფალ უნ-ტში მოქმედებს კონფუცის ი ნ-ტი, მისი ფუნქციებია: დაინტერესებულ პირებს შესთავაზოს სხვა­და­სხვა მიმართულების ჩინური ენის კურსები ინოვაციური ტექნოლოგიების, მულტიმედიისა და ინტერნეტის გამოყენებით. 2011 თავისუფალ უნ-ტში შეიქმნა ბიზნეს- სამართლის ეროვნული ცენტრი, რ-იც ხელს უწყობს სტუდენტების, სამართლის პროფესორებისა და პრაქტიკოსი იურისტების განათლებას ბიზნესსამართლის სფეროში.