თბილისის კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმ-კაბინეტი

თბილისის კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმ-კაბინეტი, შეიქმნა 1997 წ. მაისში. მის ფონდებში დაცულია ქართ. მუს. კულტ. მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები, მუსიკოსების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა (XIX ს. II ნახევრიდან): 1850-ით დათარიღებული აფიშები, პროგრამები, ხელნაწერები, კედლის ფაიფურის სამშვენისები, ­ქართვ. მხატვართა მიერ საოპერო სპექტაკლებისათვის შექმნილი ესკიზები, ლიბრეტოები; კონსერვატორიის ისტ. ამსახველი დოკუმენტაცია (კონსერვატორიის სამხატვრო საბჭოს 1917–19 წწ. ოქმები), ავტოგრაფები, ცალკეული და ჯგუფური ფოტოები, მ. შ.: ზ. ფალია­შვი­ლის, ვ. სარაჯი­შვილის, დ. არაყი­შვი­ლის, ა. ვირსალაძის, კ. ალიხანოვის, ფ. კესნერის, ა. თულა­შვი­ლის, ა. რუბინშტეინის, ლ. ტრუსკოვსკის, ვ. ჰოროვეცის, ა. და ვ. ლევინების, დ. ანდღულაძის და სხვ. მუსიკოსების პირადი ნივთები, მ. შ.: მ. გლინკას, პ. ჩაიკოვსკის, თ. შალიაპინის, ი. ჰოფმანის, ტ. დიუბუას, ს. რახმანინოვის ავტოგრაფები. ექსპოზიციას ამშვენებს ამერ. „კარპენტერის" ფირმის ფისჰარმონიები; ს. რახმანინოვის პირადი „Bechstein" ის ფირმის როიალი, რ-იც 1912 წ. საკონცერტო ტურნეს შემდეგ დაუტოვებია კომპოზიტორს. როიალი, ანა თულა­შვი­ლის რეკომენდაციით, 1925 თ. კ-მ კერძო პირისაგან შეიძინა. 1999–2005 გაიზარდა სა­მუზეუმო ექსპონატებისა და სა­ფონდო მასალის რაოდენობა. მუზეუმში ტრადიციულად ტარდება კონსერვატორიაში მოღვაწე მუსიკოსების, ღვაწლმოსილი პედაგოგების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირე­ბული მოძრავი და სტაციონარული ექსპოზიციები, იმართება კონფერენციები, თემატურად მრავალფეროვანი კამერული, შემოქმედებითი საღამოები სტუდენტების, პროფესორმასწავლებლების და უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობით.

თ. კ-ის შენობა, როგორც არქიტ. ძეგლი, შე­ტა­ნი­ლია კულტ. მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. კონსერვატორიაზე მზრუნველ მეცენატთა, ბიზნესჯგუფებისა და მეგობრების თანადგომის შედეგად, თანამედროვე სტანდარტის შესაბამისად, რეკონსტრუირებულია კონსერვატორიის დიდი (500 ადგილი) და მცირე (200 ადგილი) საკონცერტო დარბაზები; კამერული (80 ადგილი), საოპერო სტუდიის და კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის სარეპეტიციო დარბაზები; საკონფერენციო დარბაზი, თანამედროვე ტექ. საშუალებებით აღჭურვილი ფონოთეკა და ხმის ჩამწერი სტუდიები. თ. კ-ის მზრუნ­ველთა საბჭო შეიქმნა 2002.

სხვა­და­სხვა წლებში თ. კ-ს ხელმძღვანელობდნენ: ნ. ნიკოლაევი (1917–18), ა. ჩერეპნინი (1919–22), მ. იპოლიტოვ-ივანოვი (1924–25), ზ. ფალია­შვი­ლი (1918–19; 1922–23; 1930–31), დ. არაყი­შვი­ლი (1926–29); ა. ხოფერია (1929–30), გ. შავგულიძე (1931–32), ა. დუდუჩავა (1932), ა. ხოფერია (1933–37); გ. კილაძე (1938–40; 1940–41; 1944–51), შ. მშველიძე (1940), ვ. გოკიელი (1941–43), ი. ტუსკია (1952–62), ო. თაქთაქი­შვი­ლი (1962–64), ს. ცინცაძე (1965–84), ნ. გაბუნია (1984– 2000), მ. დოიჯა­შვი­ლი (2000–11), რ. კიკნაძე (2011-იდან).