თბილისის კურორტების ჯგუფი

თბილისის კურორტების ჯგუფი, თბილისის მიდამოებში და მიმდებარე მთის ფერდობებზე არსებული კურორტები. დაბლობ ზონაში, ძველი თბილ. უბანშია თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი. დაბალი მთის ზონაში – წყნეთი (ზ. დ. 700–1100 მ), ოქროყანა (ზ. დ. 760 მ), წავკისი (ზ. დ. 960 მ), საშუალო მთის ზონაში – კოჯორი (ზ. დ. 1350 მ), მანგლისი (ზ. დ. 1200 მ), კიკეთი (ზ. დ. 1200 მ). ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყით დაფარულ დაბალ და საშუალო მთის ზონაში კლიმ. პირობები სიმაღლის მიხედვით მნიშვნელოვნად იცვლება. დაბლობ ზონაში ზამთარი უთოვლოა (იანვ. საშ. ტემპ-რა –0,9°C), ზაფხული ცხელია (აგვ. საშ. ტემპრა 24,2°C); დაბალმთიან ზონაში ზამთარი მცირეთოვლიანია (იანვ. საშ. ტემპ-რა –2°C), ზაფხული თბილი (აგვ. საშ. ტემპ-რა 20°C); საშუალო მთის ზონაში ზამთარი თოვლიანია (იანვ. საშ. ტემპრა –2,6°C), ზაფხული – ზომიერად მშრა­ლი (აგვ. საშ. ტემპ-რა 17,5°C). კურორტების ზონაში ნალექები ზომიერია (550–700 მმ/წ), მზის ნათების ხანგრძლივობა აღემატება 2000 სთ წელიწადში. შედა­რებით დაბალი თერმული მაჩვენებლები, ჰაერის სისუფთავე, მზის მაღალი აქტივობა საუკეთესო პირობებს ქმნის თბილ. მოსახლეობის დასვენებისათვის.