თბილისის სასულიერო აკადემია

თბილისის სასულიერო აკადემია, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის თბილ. სას. აკადემია და სემინარია არის „უმაღლესი განათლების შესახებ” საქარ­თველოს კანონით აღიარებული ავტორიზებული (2011-იდან) სასწავლებელი, რ-იც ექვემდებარება საქართვ. ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას, კანონიკურად შედის საქართვ. საპატრიარქოს იურისდიქციაში, თანამშრომლობს საპატრიარქოს განათლების ცენტრთან და ანგარიშვალდებულია სრულიად საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე. თბილ. სას. აკადემია და სემინარია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს სახელმწიფოსა და საქართვ. სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების, საქართვ. კანონმდებლობის, საეკლესიო (კანონიკური) სამართლისა და მართლმადიდებლური სწავლების საფუძველზე თბილ. სას. აკადემია და სემინარია არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდ. პირი, სადაც სწავლების სამსაფეხურიანი სისტემა მოქმედებს: I. ბაკალავრიატი (4 წელი) – სას. სემინარიასა და, აგრეთვე აკად. და სემინარიის შემდეგ ფაკ-ტებზე: ა) ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის, ბ) ქრისტიანული ფსიქოლოგიის, გ) ქრისტიანული ხუროთმოძღვრების, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის; II. მაგისტრატურა (3 წელი) სას. აკად. საღვთისმეტყველო ფაკ-ზე; III. დოქტორანტურა, თბილ. სას.აკადემია და სემინარია, როგორც საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმან. დაწესებულება, უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი საგანმან. პროგრამები: 1) თეოლოგიისა; 2) ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობისა; 3) ქრისტიანული ფსიქოლოგიისა; 4) ხატწერისა; 5) დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციისა; 6) საეკლე­სიო არქიტექტურისა (ხუროთმოძღვრებისა). სასწავლებლის მიერ გაცემული დიპლომი აღიარებულია სახელმწ. მიერ (იხ. აგრეთვე თბილისის სასულიერო ­სემინა­რია). თ. ს. ა. ამზადებს სამეცნ.-სასულიერო და პედაგოგიურ კადრებს საქარ­თველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. დაარსდა 1988 წ. 1 ოქტომბერს. ეფუძნება ძვ. ქართ. საღვთისმეტყველო სკოლათა ტრა­დიციებს, არის გელათის აკა­დემიის (XII ს.) მემკვიდრე. თ. ს. ა. აქტიურად თანამშრომლობს სა­ქართვ. საერო სასწ. და სამეცნ. დაწესებულებებთან. აკად. სტუდენტების აქტ. თანამშრომლობით გამოდის ჟურნალები ­„სა­ქარ­თვე­ლოს საპატრიარქო” და „საყდარი”, საღვთისმეტყველო-სამეცნ. ­ხასიათის ჟურნ. „გზა სამე­უფო”. თ. ს. ა-ში იღებენ 35 წლამდე ასაკის მამაკაცებს, რ-ებსაც აქვთ უმაღლესი საერო განათლება ან დამთავრებული აქვთ სას. სემინარია.

1989-მდე აკადემიაში ფუნქციო­ნირებდა მხო­ლოდ საღვთისმეტყველო ფაკ-ტი. 1990 გაიხსნა ქრისტ. ხელოვნების ფაკ-ტი, რ-იც ემსახურება ხელოვნ. შესწავლას ქრისტ. მსოფლმხედველობის პოზიციიდან. სწავლების ვადა 5 წელია. გადიან თეორ. და პრაქტ. კურსებს. პრაქტ. სამუშაოები ხორციელდება ფაკ-ტზე არსებული ხატწერის, ქარგვისა და გობელენის სახელოსნოებში. მესამე კურსიდან სტუდენტებს ეკითხებათ სპეც. საგ­ნე­ბი. ფაკ-ტზე მოწვეული არიან კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები სხვა­და­სხვა უმაღლესი სასწავლებლიდან. კურსდამთავრებული იღებს დიპლომს ხელოვნებათმცოდნეობის სპეციალობით და შეუძლია იმუშაოს საგანმან. და ხელოვნებათმცოდნეობის სფერო­ებში. ქრისტ. ანთროპოლოგიის ფაკ-ტზე (გაიხსნა 1990) სტუდენტები იღებენ უმაღლეს განათლებას სას. დარგში (ძვ. აღთქმა, ახ. აღთქმა, საეკლ. სამართალი, პატროლოგია, ძირითადი და დოგმატური ღვთისმეტყველება, ზნეობრივი ღვთისმეტყველება, ასევე სა­ქართვ. ისტორია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, ქართ. ენა, ანატომია, ფსიქოლოგია, თანამედროვე ენები და სხვ.). სურვილისამებრ სტუდენტები ეუფლებიან ქარგვას, გობელენისა და ხატწერის ტექნიკას. სწავლება 5-წლიანია. ფაკ-ტზე მოწვეული არიან სპეციალისტები, საერო და სას. პირები სხვა­და­სხვა სასწავლებლიდან. კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს დაწყებით, საშ. და უმაღლეს სასწავლებლებში, სამეცნ. და საღვთისმეტყველო სფეროებში.

1994 თ. ს. ა-ის ქრისტ. ანთ­როპო­ლოგიისა და ქრისტ. ­ხელოვნ. ფა­კულტეტების ბაზაზე ჩამო­ყალიბ­და საღვთისმეტყველო ინ-ტი (2013 საღვთისმეტყველო ინ-ტში მოქმედებდა შემდეგი ფა­კ-ტები: ფსიქოლოგიისა და ხელოვ­ნებათმცოდნეობის, ხელოვნე­ბათმცოდნეობისა და რელიგიათმცოდნეობის, ხატწერის, რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების). ამავე წელს აკადემიაში გაიხსნა სა­ქართვ. ისტ. კათედრა, რ-იც უზრუნველყოფს თ. ს. ა-ში სა­ქართვ. ისტ. და სა­ქართვ. ეკლესიის ისტ. სწავლებას, ადგენს სასწ. პროგრამებს, საკურსო, სადიპლომო, სამეცნ. ნაშრომების თემატიკას.

1998-იდან აკადემიაში ფუნქ­ციონირებს ღვთისმეტყველების და ქრისტ. ხელოვნების კათედრები. ამავე წელს სა­ქართვ. მეცნ. აკადემიასთან ერთად თ. ს. ა-მ შეიმუშავა და სრულიად სა­ქარ­თველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II-მ დაამტკიცა „დებულება სა­ქარ­თვე­ლო­ში საღვთისმეტყველო მეცნ. დარგში უმაღლესი კვალიფიკაციის სამეცნ. კადრების მომზადების შე­სა­ხებ”.

2005 თ. ს. ა-ში გაიხსნა ხატწერის, რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკ-ტი [ამჟამად საეკლ. არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების), ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკ-ტი]; 2006 – დეკორ. მებაღეობისა და ეკოლ. ინ-ტი და საეკლ. გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი.

2013 თ. ს. ა-ში იყო შემდეგი კათედრები: პატრისტიკისა და დოგმატიკის, ბიბლეისტიკის, ლიტურგიკისა და სამოძღვრო, ღვთის­მეტყველების, ეკლესიის ისტ., კანონიკური სამართლისა და ასკეტიკის, სა­ქართვ. ისტორიის, ­ქართ. ენისა და ლიტ-რის, ქრისტ. ხელოვნების, რელიგიათმცოდნეობის, უცხო ენების, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის, საეკლ. არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების).

2013 წ. 29 მარტს თ. ს. ა-ში კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით დაარსდა თეოლ. დოქტორის სამეცნ. ხარისხის მიმნიჭებელი სადისერტაციო საბჭო და დაფუძნდა დოქტორანტურა. 2015-თვის მოქმედებდა შემდეგი სადოქტორო-საგანმან. პროგრამები: პატროლოგია, ეკლესიის ისტორია, ბიბლეისტიკა, ლიტურგიკა, საეკლ. სამართალი.

თ. ს. ა-ს მჭიდრო ურთიერთობა აქვს საზღვარგარეთის მართლმადიდებელ სასწავლებლებსა და ორგანიზაციებთან.

თბილ. სას. აკადემიისა და სემინარიის პირველი რექტორი იყო წილკნელი ეპისკოპოსი – ამჟამად მიტროპოლიტი ზოსიმე (შიო­შვი­ლი). 1989–93 რექტორის მოვალეობას ასრულებდა პროტოპრესვიტერი გიორგი – ამჟამად მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), 1993–2003 – მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), 2004– 05 – მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), 2005–09 – სრულიად სა­­ ქართვ. კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II, ხოლო 2009 წ. 23 ოქტომბერს სას. აკადემიისა და სემინარიის რექტორად დაინიშნა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.