თბილისის საქალაქო სამეცნიერო ბიბლიოთეკა

თბილისის საქალაქო სამეცნიერო ბიბლიოთეკა, თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა დაარსდა 1909. ბ-კას საფუძვლად დაედო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის მიერ გადაცემული ლიტ-რა. არსებობდა ქალაქის მცირე დოტაციით, ბ-კით სარგებლობის გადასახადითა და შემოწირულებით. ატარებდა ი. ზუბალა­შვი­ლის სახელს. 1928 ეწოდა ა. ჯაფარიძის სახ. თბილ. №1 საქალაქო მასობრივი ბიბლიოთეკა. 1933-იდან გარდაიქმნა „თბილისის მასობრივ სანიმუშო-საჩვენებელ ბიბლიოთეკად”, ხოლო 1944-იდან ეწოდა „თბილისის ა. ჯაფარიძის სახელობის სახელმ­წი­ფო სამეცნიერო ბიბლიოთეკა” და ქალაქის ბიბლიოთეკების მეთოდური ხელმძღვანელობა დაეკისრა. XX ს. 80-იანი წლებიდან ბ-კა იქცა თბილ. ­ცენტრ. საბიბლიოთეკო დაწესებულებად და მას ადმინისტრაციულად დაექვემდებარა ქალაქის სხვა­და­სხვა რაიონებისა და უბნების ბ-კები, როგორც ფილიალები; 1994 ეწოდა მ. ჯავახი­შვი­ლის სახელი.

2006 წ. 9 ნოემბერს მ. ჯავახი­­შვი­ლის სახ. ბ-კის ბაზაზე შეიქმნა საჯარო სამართ. იურიდ. პირი – თბილ. მთავარი ბიბლიოთეკა, იხ. აგრეთვე სტატია თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა და მისი ფილიალები.