თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიის აკადემიური კლინიკა გ. ჟვანიას სახელობისა, მრავალპროფილური ბავშვთა საავადმყოფო. კლინიკაში ფუნქციონირებს როგორც სტაციონარი (68 საწოლი), ასევე ამბულატორია. ის წარმოადგენს თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის სასწავლო ბაზას.
ლინიკაში ფუნქციონირებს: თერაპიის, ქირურგიის, კრიტიკული მედიცინის (ახალშობილთა და მოზრდილთა რეანიმაციით), სასწრაფო-გადაუდებელი და ამბულ. მომსახურების, ლაბორ. და დიაგნოსტიკური კვლევის სამსახურები.
თერაპიის სამსახური მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: 1) ბავშვთა ნერვული სნეულებანი – ხელმძღვ. ნ. გელაძე. 2) ბავშვთა სნეულებანი – ხელმძღვ. მ. ჟვანია. 3) ბავშვთა და მოზარდთა მედიცინა – ხელმძღვ. ყ. ფაღავა.
ქირურგ. სამსახურში გამიჯნულია შემდეგი მიმართულებები: 1) ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგია და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკა – ხელმძღვ. ზ. ვადაჭკორია; 2) ბავშვთა ქირურგია – ხელმძღვ. რ. კუტუბიძე.
კლინიკაში რეგულარულად ტარდება სასწ.-პრაქტ. მეცადინეობები, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის. ხორციელდება სამეცნ.-კვლ. ღონისძიებები. კლინიკასთან თანამშრომლობდნენ პროფესორები აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, ისრაელის, თურქეთის, იტალიის უნ-ტებიდან.