თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა ა. ალა­დაშვილის სახელობისა, 1880 წელს სამ­ხედ­რო უწყებამ თბილისის მუნიციპალიტეტს გადასცა შენობა, სადაც ფუნქციონირება დაიწყო „ალექსანდრეს საავადმყოფომ”. 1919 მას ეწოდა ქალაქის N2 საავადმყოფო, 1934 – სასწრაფო სამედ. დახმარების N2 კლინ. საავადმყოფო, 1988-იდან იგი საკუთრებაში გადაეცა თბილისის სა­ხელმწ. სამედ. ინ-ტს. 1992-იდან ეწოდა თსსუ-ის აკად. ა. ალადა­შვი­ლის სახ. N1 კლინიკა. 2009–14 თსსუ-ის ა. ალადაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა, 2014-იდან – შპს „ა. ალადა­შვი­ლის სახ. კლინიკა”.

1941-იდან კლინ. ბაზაზე განთავსდა თსსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტის ზოგადი ქირურგ. კათედრა, წლების განმავლობაში მას ხელმძღვანელობდნენ: 1941–47 – ე. ზაქარაია; 1947–67 – დ. იოსელიანი; 1967–79 – მ. ჩაჩავა; 1979–81 – გ. ბოჭორი­შვი­ლი; 1981–99 – გ. გონჯილა­შვი­ლი; 1999-იდან (2009-იდან – ზოგადი ქირურგ. მიმართულება) – თ. ჩხიკვაძე.

1921 კლინ. ბაზაზე დაარსდა სამკურნ. ფაკ-ტის თერაპიის კათედრა, რ-საც სა­თა­ვე­ში ედგა ა. ალადა­შვი­ლი (1921–50). სხვა­დასხვა დროს კლინიკას ხელმძღვანელობდნენ: ნ. ყიფშიძე (1950– 52), კ. ვირსალაძე (1952–54), თ. მამალაძე (1954–56), ვ. გერსამია (1956–57), მ. კანდელაკი (1957– 68), ს. კობალაძე (1968–71), ვ. ალადა­შვი­ლი (1971–86), გ. რცხილაძე (1986–95). 1995–2014 კერძო თერაპიის დეპარტამენტს ხელმძღვა­ნელობდა ნ. ემუხვარი.

კლინ. სტრუქტურაშია: კარ­დიოლო­გიური, თერაპიული, ქირურგ. (სუფთა და ჩირქოვანი), ინტენს. თერაპიის და ანესთეზიოლოგიარეანიმაციის განყ-ბები, რ-ებიც აღჭურვილია თანამედროვე სამკურნ.სადიაგნოსტიკო აპარატურით (ეზო­ფაგოგასტროდუოდენოსკოპი, ექო- და დოპლეროკარდიოგრაფი, ექოსკანერები, თანამედროვე რენტგენოლოგიური აპარატურა და სხვ.). კარდიოლოგიური განყ-ბა ჩართულია საერთაშ. მულტიცენტრულ პროგრამაში HERO-2, რ-იც ითვალისწინებს მიოკარდიუმის მწვა­ვე ინფარქტით დაავადებულთა თრომბოლიზურ თერაპიას. ხდება გულის დიასტოლური დისფუნქციის შესწავლა და გულის იშემიური დაავადების პათოგენეზში Chlamidia Pneumoniae-ს როლის განსაზღვრა. მოქმედებს არითმიისა და მიოკარდიუმის ინფარქტის ცენტრი.

თერაპიულ განყ-ბაში მიმდინარეობს მწვავე და ქრონ. თერაპიული პათოლოგიის დაიგნოსტიკა და მკურნალობა, პერიოდული დაავადების და მასთან ასოცირებული სისტემურ-მემკვიდრული ამილოიდოზის შესწავლა. ქირურგ. განყ-ბაში, ტრადიციულად, დიდი ყურადღება ეთმობა ურგენტული ქირურგ. საკითხებს, არსებობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების პათოლოგიის, მსხვი­ლი ნაწლავის სიმსივნის მკურნალობის დიდი გამოცდილება, დანერგილია ექსტრაკორპორული დეტოქსიკაციის სხვა­და­სხვა მეთოდი, თიაქარპლასტიკის ორიგინ. მეთოდი, გამოიყენება ლაზერული და პლაზმური სკალპელი. მუშაობს მიკროქირურგ. სამსახუ­რი.