თბილისის სახელმწიფო უმაღლესი პედაგოგიური (სასწავლებელი) კოლეჯი ი . გოგებაშვილის სახელობისა, 1921 საქართვ. განსახკომის ბრძანებულებით შეიქმნა 9 ორწლიანი პედაგოგიური ტექნიკუმი (თბილისის, გორის, ხონის, ბოდბის, ცხინვალის, ზესტაფონის, ოზურგეთის, ახალსენაკისა და ჯიხაიშის), მ. შ. თბილ. პედ. ტექნიკუმს ეწოდა პედ. ინ-ტი. 1923 თბილ. პედ. ინ-ტი გადაკეთდა ოთხწლიან პედ. ტექნიკუმად. 1937 მას ეწოდა პედ. სასწავლებელი, ხოლო 1940 (ი. გოგებაშვილის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით) მიენიჭა ი. გოგებაშვილის სახელი. 1955-იდან კვლავ 2-წლიან პედ. სასწავლებლად გადაკეთდა. 1953 გაიხსნა პედ. აღზრდის განყ-ბა. 1960 წ. 11 პედ. სასწავლებლიდან ლიკვიდირებული იყო 10 და თბილ. სახელმწ. პედ. სასწავლებელს დაეკისრა რესპუბლიკაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელთა კადრების მომზადება. 1990 თბილ. ი. გოგებაშვილის სახ. სახელმწ. პედ. სასწავლებლის ბაზაზე შეიქმნა უმაღლესი პედ. კოლეჯი (განათლების სამინისტროს დებულების შესაბამისად – უმაღლესი პედ. სასწავლებელი), რ-იც ფინანსდებოდა სახელმწ. ბიუჯეტიდან. კოლეჯი ამზადებდა სკოლამდელი აღზრდის პედაგოგიკა-ფსიქოლ., დაწყებითი განათლების პედაგოგიკა-მეთოდიკის, ფილოლ. (ქართ. ენა და ლიტ-რა), ისტ. (საქართვ. ისტორია), ლოგოპედია-დეფექტოლოგიის, მუს., სახვითი ხელოვნების სწავლების ვადა ყველა სპეციალობაზე იყო 5 წელი, სკოლამდელი აღზრდის პედ.ფსიქოლ. ფაკ-ტზე კი – 4 წელი. 30-იანი წლების რეპრესიების გამო, სასწავლებლის ხელმძღვანელთა გვარ-სახელები 1940-მდე უცნობია; 1940–47 დირექტორად მუშაობდა მ. ფირცხალაიშვილი, 1948–53 – გ. ნიკოლაიშვილი, 1953 წ. 18 მარტ. – 25 ივნ. – დ. გიორგაძე, 1953–71 – შ. დარახველიძე, 1972– 75 – მ. ყუშიტაშვილი, 1976–90 – თ. გოზალიშვილი, 1990–2002 თ. მდივანი. იხ. აგრეთვე სტ. საშუალო სპეციალური სასწავლებლები.