თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი

 თბილისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებელი ვახტანგ ­ჭაბუკიანის სახელობისა, საბალეტო კად­რე­ბის მომზადების ძირითადი კერა საქარ­თვე­ლო­ში. 1916 იტალ. ბალერინამ მარია პერინიმ თბილისში დააარსა საბალეტო სტუდია, რ-შიც აღიზარდნენ ბალეტის ცნობილი ოსტატები: ვ. ჭაბუკიანი, ნ. რამი­შვი­ლი, ვ. ვრონსკი-ნადირაძე, ე. გვარამაძე, ე. ჩიკვაიძე, თ. ჭაბუკიანი, მ. ბაუერი, ი. ალექსიძე, ს. ვეკუა, ა. წე­რეთელი და სხვ. სტუდიამ დიდი როლი ითამაშა ქართ. პროფ. ბალეტის განვითარებაში.

1934 თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრთან შეიქმნა ქორეოგრ. სტუდია (ხელმძღვ. დ. ჯავრი­შვილი). 1936 ორივე სტუდია გაერთიანდა სახელმწ. ქორეოგრ. სტუდიად, რ-ის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი 1936–50 იყო დ. ჯავრი­შვი­ლი, 1951–72 – ვ. ჭაბუკიანი. 1957 სტუდიას ეწოდა თბილ. სა­ხელმწ. ქორეოგრაფიული სასწავლებელი; ეს სასწავლებელი დაამთავრეს: ზ. კიკალეიშვილმა, ვ. გუნაშვილმა, ბ. მონავარდისაშვილმა, ე. ჭაბუკიანმა, ლ. მითაიშვილმა, ზ. ამონაშვილმა, ვ. აბულაძემ, ი. ჯანდიერმა, ნ. არობელიძემ და სხვ. თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასი მთლიანად თ.ს.ქ.ს-ის კურსდამთავრებულებითაა დაკომპლექტებული. თ.ს.ქ.ს-ში საბალეტო ხელოვნებას ეუფლებოდნენ ჩაჩნეთ-ინგუშეთის და ადიღეს წარმომადგენლები. 1977–90 თ.ს.ქ.ს-ის სამხატვრო ხელმძღვ. იყო გ. ალექსიძე, მთ. კონსულტანტი ვ. ჭაბუკიანი, დირექტორი – ბ. ბარამიძე, 1978-იდან თ.ს.ქ.ს-ს კავშირი ჰქონდა მოსკოვის, ლენინგრადის, პერმის, კიევის, ერევნისა და ბაქოს ქორეოგრაფიულ სასწავლებლებთან. იქვე მოღვაწეობდნენ რუს. სკოლის გამოჩენილი პედაგოგ-მეთოდისტები: ს. გოლოვკინა, ლ. სახაროვა, ვ. მეი, ლ. ტიუტინა, ფ. ბალაბინა, ნ. ზოლოტოვა, ბ. რახმანინი, ნ. სილვანოვიჩი, პ. პესტოვი, ე. ფარმანიანცი; თბილისელი პედაგოგები: თ. ვიხოდცევა, მ. გრიშკევიჩი, ს. ვეკუა, ა. წერეთელი და სხვ. ამ პერიოდში სასწავლებელმა საერთაშ. კონტაქტები დაამყარა აშშ-თან, ლათ. ამერიკის, შვეიცარიის, საფრანგეთის საბალეტო ცენტრებთან (მოსწავლეთა გაცვლა, პედაგოგთა დახელოვნება, მოკლევადიანი პედ. კურსები). თ.ს.ქ.ს. წარმატებით მონაწილეობდა ქორეოგრაფიულ სასწავლებელთა საკავშ. დათვალიერებებში (ლენინგრადი, 1980; რიგა, 1981; მოსკოვი, 1984; პერმი, 1988).

1992, ვ. ჭაბუკიანის გარდაცვალების შემდეგ, სასწავლებელს მისი სახელი მიენიჭა.

1996-იდან თ.ს.ქ.ს-ის მართვის უმაღლესი ორგანოა გამგეობა, რ-ის თავ-რეა გ. ალექსიძე. 1996-იდან ბალეტის მსახიობის სპეციალობას დაემატა ანსამბლის მსახიობის სპეციალობაც. თ.ს.ქ.ს-თან ფუნქციონირებს ზოგადსაგანმან. საბაზო სკოლა (I–IX კლასები). 1996-იდან გაიხსნა კერძო დაფინანსების სექტორი, აქვს მუზეუმი (ქართ. ბალეტის ისტ. საგამოფენო მასალის ექსპოზიცია). 1985 სექტემბერში თ.ს.ქ.ს. დავით აღმაშენებლის პროსპექტიდან გადავიდა ახ. შენობაში, სადაც გაუმჯობესებულია სწავლის მატერ.ტექ. ბაზა.

სტუდიის ხელმძღვანელები სხვადა­სხვა დროს იყვნენ: მ. პერინი (კერძო საბალეტო სტუდია, 1916– 20, სა­ხელმწ. საბალეტო სკოლის გამგე და წამყვანი მასწავლებელი 1920–34, 1934–38 თანამშრომლობდა დ. ჯავრიშვილთან), 1935-იდან სა­ხელმწ. ქორეოგრ. სტუდიას სათა­ვე­ში ედგნენ დ. ჯავრი­შვი­ლი (1936–50), ვ. ჭაბუკიანი (1951–72; 1957-იდან თბილ. სა­ხელმწ. ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი), ს. ვეკუა (1973–77); ბ. ბარამიძე (1977–90); ნ. მახათელი (1991–92); 1992–2001 დირექტორი იყო ბ. ბარამიძე, 2001–04 – თ. ვაშაკიძე, 2004-იდან (დღემდე) სასწავლებლის მმართველია ზ. ბაქრაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი – ნ. ანანია­შვი­ლი.

2004 თბილისში დაბრუნდა მოს­კოვის დიდი თეატრის პრიმაბალერინა ნ. ანანია­შვი­ლი და შეუდგა აქტ. შემოქმედებით და პედ. მოღვაწეობას თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრსა და ქორეოგრაფიულ სასწავლებელში. სასწავლებლის კურსდამთავრებულები მრავალი საერთაშ. ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატები, მსოფლიოს საბალეტო ხელოვნ. ვარს­კვლავები არიან. ესენია: ნ. ანანია­შვი­ლი, თ. (ჩ.) ლიოვინა, ი. ნიორაძე, ი. ზელენსკი, ნ. ცისკარიძე, დ. მახათელი, ე. გლურჯიძე, დ. კანდელაკი, მ. ზურაშვილი და სხვ.