თბილისის სემინარია

თბილისის სემინარია, საღვთისმეტყველო-ფილოსოფიური სასწავლებელი. დაარსდა 1755 წ. 9 იანვ. თბილისში, ანჩისხატის ტაძართან, მეფე ერეკლე II-ის მატერ. შემწეობით და კათოლიკოს ანტონ I-ის მონაწილეობით, რ-იც იყო თბილ. და თელავის სემინარიების „დირექტორი, პრორექტორი და დიდასკალოსი" (ანუ მასწავლებელი). სასწავლებლის შენობის აბრაზე ეწერა: „ვითარ საშინელ არს ადგილი ესე! ესე არა რაი არს, გარნა სახლი ღვთისა და ესე ბჭე ზეცისა. მეფობასა თეიმურაზისასა და ძისა მისისა მეფისა ერეკლესსა პატრიარქობასა ანტონისასა 1755 წ. 9 იანვარს". თ. ს. სა­ხელმწ. ხარჯზე იყო, მის პირველ რექტორად მიჩნეულია ფ. ყაითმაზა­შვი­ლი.

სემინარიაში ისწავლებოდა გრამატიკა, რიტორიკა, ლოგიკა, მეტაფიზიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია და საღვთისმეტყველო საგ­ნები. აქ პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ანტონ I კათოლიკოსიც (1720–88), მანვე სასწავლებლისათვის შექმნა რამდენიმე სახელმძღვანელო. სასწავლებელმა 1795-მდე იარსება.