სასწავლო უნივერსიტეტი, აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რ-იც საქართველოში მოქმედებს როგორც უცხო ქვეყნის წარმომადგენლობა – ფილიალი, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და ამერ. ჰუმანიტარული უნ-ტის (სათავო უნ-ტი) მიერ გამოცემული აქტებით – მისთვის მინიჭებული ამერ. და ქართ. აკრედიტაციის შესაბამისად.
უნ-ტში ხორციელდება უმაღლესი აკად. განათლების ორი საფეხურის საგანმან. პროგრამა – ბაკალავრიატი და მაგისტრატურა.
უნ-ტის საგანმან. პროგრამები აკრედიტებულია ლიბერალური განათლების ამერიკული აკადემიის (AALE – American Academy of Liberal Education) მიერ და ლიცენზირებულია საქართვ. განათლებისა და მეცნ. სამინისტროს მიერ. უნ-ტში არის შემდეგი უმაღლესი აკად. საგანმან. პროგრამები: ბიზნესისა და მართვის ფაკ-ტი: მენეჯმენტი და ადმინისტრირება (I საფეხური, ბაკალავრიატი), საერთაშ. მენეჯმენტი (II საფეხური, მაგისტრატურა); სოც. მეცნიერებათა ფაკ-ტი: საერთაშ. ურთიერთობები (I საფეხური, ბაკალავრიატი).
უნ-ტს აქვს ბ-კა, რ-იც ემსახურება უნ-ტის სტუდენტებს და პერსონალს თავისი თანამედროვე წიგნადი ფონდით, ასევე ელექტრონული და ციფრული რესურსებით.