თბილისის ცენტრალური პედაგოგიური ინსტიტუტი მ. ორახელაშვილის სახელობისა, უმაღლესი პედაგოგიური სასწავლებელი, გაიხსნა 1923 თბილ. პედ. ტექნიკუმის ბაზაზე. მდებარეობდა ახლანდ. დ. უზნაძის ქუჩაზე, პირველი დირექტორი იყო გ. ნათაძე. 1924 ინ-ტს მარიამ ორახელაშვილის სახელი მიენიჭა. სწავლების ვადა თავდაპირველად 2, შემდეგ კი 3 წელი იყო. მასში იღებდნენ ცხრაწლედ ან ტექნიკუმდამთავრებულებს. ინ-ტი ძირითადად ამზადებდა შვიდწლედის მასწავლებლებს. ჰქონდა 2 ფაკ-ტი: სოციოლოგია-ლიტ-რისა და საბუნებისმეტყველო-მათემატიკური. სასწ. გეგმაში დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი პედ. დისციპლინებს. თ. ც. პ. ი. 1928 დაიხურა; სტუდენტები ჩაირიცხნენ თსუ-ის პედ. ფაკ-ტის შესაბამის განყოფილებებზე, ხოლო 2 წლის კურსდამთავრებულებს უფლება მიეცათ სათანადო სტაჟის შემდეგ ჩარიცხულიყვნენ უნ-ტის პედ. ფაკ-ტის III კურსზე.
დ. გურგენიძე