„თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“

„თბილისის ცენტრალური საავადმყოფო“, (შპს), მრავალპროფილური კლინიკა, შეიქმნა 2012 რკინიგზის ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე. კლინ. სტრუქტურაშია: მიმღები და გადაუდებელი დახმარების განყ-ბა (ემერჯენსი), ამბულატორია, ზოგადი ქირურგია, ნეიროქირურგია, ნევროლოგია, ტრავმატოლოგია, გინეკოლოგია, პროქტოლოგია, ოტორინოლარინგოლოგია, პლასტ. ქირურგია, ენდო­კრინოლოგია, რევმატოლოგია, გასტროენტეროლოგია.

კლინიკა წარმოადგენს თბილ. სა­ხელმწ. სამედ. უნ-ტის დიპლომისშემ­დგომი უწყვეტი განათლების ინ-ტის ბაზას (სარეზიდენტო პროგრამა), ასევე „საქარ­თვე­ლოს უნივერსიტეტის" და პროფესიული კოლეჯი „პანაცეას" ბაზას.