თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, დაარსდა 1992, კერძო სამართლის იურიდიული პირია და წარმოადგენს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას (სასწავლო უნივერსიტეტს). თ. ჰ. ს. უ-ის მისიაა დარგობრივი და პროფესიული სტანდარტების შესაბამისად შექმნილი უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის, ასევე პროფ. საგანმან. პროგრამების რეალიზაციით დაინტერესებულ პირებს მისცეს სათანადო ხარისხის ხელმისაწვდომი უმაღლესი და პროფ. განათლება. ამზადებს კადრებს შემდეგ სპეციალობებში: ისტორია, სამუზეუმო საქმე და ისტორიის და კულტურის ძეგლთა დაცვა, ჟურნალისტიკა, ქართ. ენა და ლიტ-რა, სამართლისმცოდნეობა, უცხო ენები და ხელოვნებათმცოდნეობა. 2002-იდან დაარსდა იმავე სახელწოდების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზ-ბა უნ-ტის სტატუსით, რის შემდეგაც საქართვ. განათლების სამინისტრომ უნ-ტს მიანიჭა უმაღლესი პროფ. განათლების მიცემის უფლება შემდეგი სპეციალობებით: ფინანსები და კრედიტი, მენეჯმენტი, საერთაშ. ეკონ. ურთიერთობები, ბუღალტრული აღრიცხვა, კონტროლი და აუდიტი.
1992-იდან თ. ჰ. ს. უ-ში ფუნქციონირებს შემდეგი ფაკ-ტები: სამართლის; ეკონ., ბიზნესისა და მართვის; ჰუმანიტარული; სამართლის ფაკ-ტზე ფუნქციონირებს იურიდ. კლინიკაც.
თ. ჰ. ს. უ-ში 1992-იდან სხვადასხვა სახელწოდებით ფუნქციონირებს ეკონ., ბიზნესისა და მართვის მიმართულების ფაკ-ტი, რ-საც თავდაპირველად ეკონ. ფაკ-ტი ერქვა, მოგვიანებით – ბიზნესისა და მართვის ფაკ-ტი, 2013-თვის – ეკონ., ბიზნესისა და მართვის ფაკ-ტი. ფუნქციონირებს აგრეთვე ჰუმანიტარული ფაკ-ტი, სადაც მოქმედებს ევროპეისტიკის საბაკალავრო პროგრამა და სლავური ფილოლ. სამაგისტრო პროგრამა. უნ-ტში 2009-იდან არსებობს ჯანდაცვის ფაკ-ტი; ამ ფაკ-ტზე მოქმედებს დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი საგანმან. პროგრამა. აქვს სტომატოლოგიური კლინიკა. რ-ის მიზანია სტუდენტების მიერ პროფ. და პრაქტ. კლინ. უნარ-ჩვევების გამომუშავება და აკად. გარემოში შეძენილი კომპეტენციების იმიტირებულ სიტუაციაში გამოცდა.
თ. ჰ. ს. უ-ს აქვს თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილი ორი კომპიუტერული კლასი, ბ-კა მდიდარი წიგნადი და ციფრული ფონდით (სახელმძღვანელოები, დამხმარე და მეთოდური ლიტ-რა, ბეჭდვითი გამოცემები და სამეცნ.-კვლ. ნაშრომები, აგრეთვე ისტ., მხატვრული, საინფორმაციო და სხვ. სახის ლიტ-რული და საინფორმაციო მასალა); ელექტრონული ბ-კა (OPEN BIBLIO).