„თბილმრეწვმშენი-3“

„თბილმრეწვმშენი-3“ (სააქციო საზოგადოება), ერთ-ერთი მძლავრი სამშენებლო ორგანიზაცია სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­ქართვ. მშენებლობის სამინისტროს №3 სამშ.სამონტაჟო ­ტრესტი „თბილმრეწვმშენი” დაარსდა 1960 თბილისში. 1996 მის ბაზაზე შე­იქმნა სააქციო საზ-ბა „თ-3”. სააქციო საზ-ბა აშენებდა სამრეწვ., საბინაო და კულტ.-საზ. დანიშნულების ობიექტებს. აღჭურვილი იყო თანამედროვე მექანიზმებითა და სატრანსპ. საშუალებებით. მის შემადგენლობაში შედიოდა: 5 სამშ.-სამონტაჟო სამმართველო, მე­ქანიზაციის უბანი, კომპლექტაციისა და მომარაგების სამმართველოს საწარმოო კომბინატი (ამზადებდა ბეტონის, რკინაბეტონისა და ლითონის კონსტრუქციებს, სადურგლო ნაკეთობებს, სამშ. ბლოკებს), გაჯის საამ­ქრო. „თ-3-მა” ააშენა 500-ზე მეტი ობიექტი, მ. შ.: ფიზ., გეოფიზ., მათ., კიბერნეტიკისა და თერაპიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტები, საიუველირო (ახლანდ. ­„ზარაფხანა”), შამ­პანური ღვინოების (ახლანდ. “ბაგრატიონი 1882”), ­კონიაკის (ახლანდ. ­„სარაჯი­შვი­ლი”), „თბილრძის” (ახლანდ. „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები”) ქ-ნები, აბრეშუმის საწარმოო გაერთიანების ფ-კა (დ. გურამი­შვი­ლის გამზ. 64), უნივერმაღები: „თბილისი”, „ბავშვთა სამყარო”, აგრეთვე ატომური რეაქტორი მცხეთაში, სატელევიზიო ანძა, ა. გრიბოედოვის სახ. რუსული დრამ. თეატრი, ­ცენტრ. ველოდრომი, მინისტრთა საბჭოს ავტობაზა (კრწანისში), „ცენტრალური სუპერმარკეტი” (ახლანდ. „დეზერტირების ბაზარი”), „საყოფაცხოვრებო სახლი” ავჭალის გზატკეცილზე, №4 სახლთმშენებელი კომბინატი დიღომში, „ბავშვ­თა სოფელი” შ. ნუცუბიძის IV პლატოზე, ექსპერ. საცხოვრ. სახლები ლ. უკრაინკას, ტ. შევჩენკოსა და ს. ჩიქოვანის ქუჩებზე და სხვ., სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩაატარა თბილ. მაუდკამვოლის კომბინატში (ახლანდ. „მაუდი”), „ცენტროლიტში”, საავიაციო და ჩარხმშენებელ ქ-ნებში, „დინამოს” ეროვნ. სტადიონზე. აღადგინა თსუ-ის II კორპუსი და კავშირგაბმ. სამინისტროს ადმ. შენობა. „თ-3-ის” აშენებულია მთელი სა­ქარ­თვე­ლოს მასშტაბით ყველა მნიშვლო­ვა­ნი ობიექტი.

2012-იდან სამშ. ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს.