„თბილსახავტოგზაპროექტი“

„თბილსახავტოგზაპროექტი“, საავტომობილო გზების თბილისის სა­ხელმ­წი­ფო საპროექტო-საძიებო ინსტიტუტი. დაარსდა 1938. „თ-ის” საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა: საავტ. გზებისა და მათზე ხელოვნური ნაგებობების პროექტირება. ინ-ტს შედგენილი აქვს ურთულესი საავტომობილო გზების პროექტები მსოფლიოს 18 ქვეყანაში, მ. შ. ამიერკავკასიასა და ყოფ. საბჭ. რესპუბლიკებში. „თ-ს" ჰქონდა 8 განყ-ბა, აგრეთვე გეოლ. ლაბორატორია და მძლავრი სატრანსპ. ბაზა. თანამშრომელთა დიდ ნაწილს მიღებული აქვს სა­ქართვ. და საკავშირო მთავრობის ჯილდოები. 2006-იდან „თ." გადაკეთდა შპს-დ და ეწოდა „გზაკომუნიკაციების პროექტი და ექსპერტიზა".