„თბილხელსაწყო“

„თბილხელსაწყო“, (სააქციო საზოგადოება), ხელსაწყოთმშენებლობის საწარმო. ქ-ნა დაარსდა თბილისში 1958 ხელსაწყოთმშენებლობის დარგის განვითარების მიზნით, ექვემდებარებოდა საკავშ. ხელსაწყოთმშენებლობის, ავტომატიზაციის საშუალებათა და მართვის სისტემების სამინისტროს. 1996 მის ბაზაზე ჩამოყა­ლიბდა სააქციო საზ-ბა „თ." ქ-ნაში სრულდება შემდეგი ტექნოლ. პროცესები: ლითონის მექან. დამუშავება; ფერადი ლითონისა და პლასტმასის წნევით დამუშავება; ლითონის გალვანური დამუშავება; აგრეთვე საამწყობო სამუშაოები და სხვ. ამასთანავე "თ-ს" აქვს საინსტრუმენტო საამქრო, რ-იც ამზადებს სხვა­და­სხვა სამარჯვს, ყალიბსა და შტამპს. საწარმოში ასევე მზადდება ლიფტების მართვის კარადები, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ელექტროხელსა­წყოები (ავტომატური ელექტროჩაიდანი პლასტმასის კორპუსით, საყოფაცხოვრებო სასწორი და სხვ.). საწარმო 2000-იდან სპეცი­ალიზებულია სამგზავრო და სატვირთო ლიფტების მონტაჟსა და მომსახურებაზე, ასევე აღნიშნუ­ლი ლიფტების სათადარიგო ნაწილების დამზადებაზე.