თეატრალური საზოგადოება

თეატრალური საზოგადოება, შემოქმედებითი კავშირი. შეიქმნა თბილისში 1881 ი. ჭავჭავაძისა და ა. წერეთლის თაოსნობით (დრამ. საზ-ბის სახელწოდებით). განახლდა 1945. სხვა­და­სხვა დროს საზ-ბის თავ-რეები იყვნენ: შ. დადიანი, ა. ხორავა, მ. მრევლი­შვილი, დ. ანთაძე, დ. ალექსიძე, გ. ლორთქიფა­ნიძე. თ. ს-ის მიზანია გააერთიანოს თეატრის მოღვაწეები, ხელი შეუწყოს თეატრების შემოქმედებით საქმიანობას. საზ-ბა ატარებს სეზონის შემაჯამებელ პლენუმებს, თეორ. კონფერენციებს, შემოქმედებით და ხსოვნის საღამოებს. მას ხელმძღვანელობს გამგეობა, რ-საც ირჩევს კავშირის წევრთა ყრილობა 3 წლის ვადით. საზ-ბას აქვს აჭარის, ქუთაისის, გურიის, რუსთავის განყ-ბები. თ. ს. გამოსცემს თეატრ. ლიტ-რას (ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება”, გაზ. „ქარ­თუ­ლი თეატრის დღე”), ანიჭებს კ. მარჯანი­შვი­ლის, ს. ახმეტელის, ვ. ანჯაფარიძის, პ. ოცხე­ლის, ა. ხორავას სახ. პრემიებს. ტარდება ყოველწლიური კონკურსი “სეზონის საუკეთესო თეატრალური ქმნილება”. კავშირთან დაქვემდებარებულია ა. ხორავას სახ. მსახიობის სახლი. 2010-იდან კავშირის თავმჯდომარეა გ. ქავთარაძე, მოადგილე – ს. მრევლიშვილი. საზ-ბას თეატრ. მოღვაწეთათვის აქვს დასასვენებელი სახლები ბობოყვათსა და მანგლისში.