თეატრალური სარდაფი

თეატრალური სარდაფი, კერძო თეატრი. დამფუძ­ნებლები არიან რეჟისორები: გ. მარგველა­შვილი, ლ. წულაძე, ა. ვარსიმაშვილი, ო. ეგაძე; პროდიუსერი გ. ხარაბაძე (­შვი­ლი); მხატვარი შ. გლურჯი­ძე; მსახიობი გ. ხარაბაძე; აღმასრუ­ლებელი დირექტორი – ე. მაზმი­შვი­ლი. თეატრი გაიხსნა 1997 წ. 31 მარტს რეჟ. ა. ვარსიმა­შვი­ლის სპექტაკლით – ა. სტრინდბერგის „სიკვდილის როკვა” (მონაწილეობდნენ მსახიობები: რ. ჩხიკვაძე, გ. საღარაძე, ნ. ფაჩუა­შვი­ლი, კ. კავსაძე). თ. ს. წარმოადგენდა დამოუკიდებელ შემოქმედებით სივრცეს ახ. ტიპის ორგანიზაციული მოდელით – თეატრს არ ჰყავდა სამხატვრო ხელმძღვანელი, საბჭო, მსახიობთა მუდმივი დასი. არ ჰქონდა მუდმივი რეპერტუარი, სა­ხელმწ. დაფინანსება და მთლიანად სალაროს შემოსავალზე არსებობდა. თ. ს. მუშაობდა ანტრეპრიზის პრინციპით (ყოველი სპექტაკლისათვის ახ. დასის მოწვევა). 1998 თ. ს-მა საკუთარი სახსრებით ააშენა თეატრის ფოიე და პატარა კაფე „მცირე დარბაზი”, სადაც სპექტაკლის ანტრაქტებში გამოდიოდნენ ქუჩის მუსიკოსები. 1999-იდან თ. ს-ში დაფუძნდა თეატრის „ორშაბათები”, რ-ებზეც ხდებოდა ახალგაზრდა რეჟისორებისა და დრამატურგების შეხვედრა, გამოფენების წარდგენა, წიგნების პრეზენტაცია, პოეტები კითხულობდნენ ლექსებს. თ. ს. სპექტაკლის დასადგმელად იწვევდა ყველა პროფესიონალ რეჟისორს, რ-იც ვერ ახორციელებდა თავის იდეას აკად. თეატრებში. 1997-იდან თ. ს-ში დაიდგა სპექტაკლები: რეჟ. ლ. წულაძე – ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა”, ა. შნიცლერის „კაზანოვას დაბრუნება”, ბ. ბარათა­შვი­ლის „აკუსტიკა”, თ. მანის „მარიო და ჯადოქარი”, რეჟ. ო. ეგაძე – კ. მანიეს „ბლეზი”, ე. იონესკოს „ორთა ბოდვა”, ი. სოლომონა­შვი­ლის „ქვირითობა“; რეჟ. ა. ვარსიმა­შვილი – უ. შექს­პი­რის „ჰამლეტი” და ბ. ბრეხტის „მესამე იმპერიის შიში და სასოწარკვეთა”; რეჟ. გ. ქაჩიბაია – ი. სამსონაძის „პაწაწინა ციცქნა გოლიათი”; რეჟ. დ. ქვარცხავა და სხვ. 1999 აქ წარმოდგენები გამართა სოხუმის დრამ. თეატრმა. თ. ს-ში სტუმრად იყო ბერეგოვოს (უკრაინა) ეროვნ. თეატრი, ბულგარული დასი „კრედო”, ბერლინის პლასტ. დრამის თეატრი უ. შნიტკეს ხელმძღვანელობით, ქუთაისის თეატრ-სტუდია, ბათუმის „თითების თეატრი”. 2000 თეატრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშ. ფესტივალებზე ლონდონში, ბულგარეთში, იუგოსლავიასა და სხვ.