თეატრი ათონელზე

თეატრი ათონელზე, კერძო თეატრი. გაიხსნა 2005 თბილისში, ათონელის ქუჩაზე (№ 31 სახლში). აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდება. თეატრის გახსნის ინიციატორი იყო ბიზნესმენი რ. სალუქვაძე. თეატრს არ ჰყავს მსახიობთა მუდმივი დასი. სპექტაკლებს დგამენ მოწვეული რეჟისორები მოწვეულ მსახიობებთან ერთად. თეატრის დირექტორია შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობი ნ. ფაჩუა­შვი­ლი. პირველ სპექტაკლად თეატრმა მაყურებელს უჩვენა გ. კაპა­ნაძის „მოჩვენებანი თეატრში” (მსახიობები ნ. ფაჩუა­შვი­ლი, მ. ჯანაშია, ქ. ჩხე­იძე). სხვა დადგმებია: „უჩვეულო რეპეტიცია” (ლ. როსებას „პრემიერის” მიხედვით, რეჟ. გ. თოდაძე; მსახიობები – მ. ბიბილეი­­შვი­ლი, ქ. კიკნაძე, მ. ჯოჯუა და სხვ.), ს. მროჟეკის „ემიგრანტები” (რეჟ. ი. აფაქიძე; მსახიობები – გ. პიპინა­შვი­ლი, ზ. ყიფშიძე), ს. შეპარდის „დამარხული ბავშვი” (რეჟ. გ. ქაჩიბაია; მსახიობები – გ. ლეჟავა, ნ. ლეჟავა, გ. ლომიძე და სხვ.). ი. სამსონაძის „სიყვარული კვარცხლბეკზე ანუ აფრინდა ჭილყვავი, გადაიყრანტალა” (რეჟ. ა. ენუქიძე, მხატ­ვარი ა. ჭელიძე; მსახიობები – ნ. კასრაძე, მ. ქვრივი­­შვი­ლი, ნ. ხუსკივაძე, გ. სვანიძე და სხვ.), მიუზიკლი „შოუ, რომელიც ერთ დროს დაიწყო” (პროექტის ავტორი რეჟ. ხ. მილორავა, დამდგმელი ბალეტმაისტერი და სცენარის ავტორი გ. ფოცხი­შვი­ლი, მსახიობები – კ. აბუა­შვი­ლი, ი. ჩანტლაძე, მ. კიკნაძე, გ. და დ. ფოცხიშვილები). ს. კაკულიას „სახურავი” (რეჟ. ნ. ხუსკივაძე, მონაწილეობდნენ „რეალითი შოუს” დასელები), ლ. თაბუკა­შვი­ლის „დარაბებს მიღმა გაზაფხულია” (რეჟ. თ. ავალი­შვილი), „ძველებური ვოდევილი” (ვ. ნიკოლაძის პიესის „როცა იხსნება ფარდა” მიხედვით, მსახიობები – თ. მაღრაძე, გ. აფციაური, გ. მაისურაძე და სხვ.), ი. გარუჩავას და პ. ხოტიანოვსკის „დილა მშვიდობისა ასდოლარიანო” (რეჟ. ქ. დოლიძე, მსახიობები – ნ. ფაჩუა­შვი­ლი, რ. იოსელიანი, ნ. რუხაძე და სხვ.).